Accessibility links

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „ბირჟა მაფიის“ წევრების საქმეში პოლიციელთა მოქმედებებზე


11 ივნისს საქართველოს პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომელიც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. ამასთან პროკურატურა მიიჩნევს, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიის” წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა შეიძლება ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს. პროკურატურის განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას პროკურატურა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი.

XS
SM
MD
LG