Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში დასრულდა ვადამდელი საპარლამეტო არჩევნები


კოსოვოში დასრულდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს პოლიტიკურ კრიზისსა და არასტაბილურობას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფას გადადგომით დასრულდა. 11 ივნისის არჩევნები მესამეა კოსოვოში მას შემდეგ, რაც 1,8 მილიონი მოსახლეობის ბალკანურმა სახელმწიფომ 2008 წელს სერბიისაგან გამოყოფა გამოაცხადა. კოსოვოში, რომელიც უღარიბესი ქვეყანაა ევროპის კონტინეტზე, მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, კორუფცია და პოლიტიკაში ომის დამნაშავეთა მონაწილეობა. გამოკითხვების შედეგად, არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ორ კოალიციას - "თვითგამორკვევის მოძრაობას" და კოსოვოს დემოკრატიული ლიგისა და კოსოვოს დემოკრატიული პარტიისაგან შემდგარ გაერთიანებას.

XS
SM
MD
LG