Accessibility links

ემანუელ მაკრონის პარტია ლიდერობს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში


წინასწარი მონაცემების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ შექმნილი ახალი ცენტრისტული პარტია მტკიცედ ლიდერობს 11 ივნისს გამართულ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. ბიულეტენების 46%-ის დათვლის შედეგად, მაკრონის პარტია „ან მარში“ აგროვებს ხმათა 26%-ს 577-ადგილიან საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში. საფრანგეთის რესპუბლიკურ პარტიას აქვს 16%-ი, ხოლო ულტრამემარჯვენე „სახალხო ფრონტს“ – 14%-ი. საფრანგეთის პარლამენტში მოხვდებიან ასევე ულტრამემარცხენე და სოციალისტური პარტიები. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მომავალ კვირას გაიმართება.

XS
SM
MD
LG