Accessibility links

ალექსეი ნავალნის მომხრეები მთელ რუსეთში მართავენ ანტიკორუფციულ აქციებს


რუსეთში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა შორეულ აღმოსავლეთში ანტიკორუფციული აქციების გამართვის მცდელობისას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეები მთელ რუსეთში მართავენ ასეთ აქციებს. მოსკოვში პოლიცია გამოვიდა გაფრთხილებით, ნუ გამართავენ დემონსტრაციას ქალაქის ცენტრალურ, ტვერის ქუჩაზე მას შემდეგ, რაც ნავალნიმ მხარდამჭერებს მოუწოდა, შეიკრიბონ სწორდ ტვერის ქუჩაზე და არა ცენტრისაგან მოშორებით, სადაც მოსკოვის ხელმძღვანელობისაგან ნებართვა აქვთ მიღებული. ნავალნი, რომელმაც სახელი გაითქვა რუსეთში კორუფციის კრიტიკით, ცდილობს ისარგებლოს საპროტესტო განწყობის გაძლიერებით და მოახდინოს მხარდამჭერების მობილიზება 2018 წლის საპრეეზიდენტო არჩევნებისათვის მიუხედავად იმისა, რომ ნათელი არ არის მისცემს თუ არა კრემლი თავად ნავალნის არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG