Accessibility links

ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთში სამი სამოქალაქო პირი მოკლეს


ავღანეთში ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს სამი სამოქალაქო პირი, რის შესახებაც აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ. ღანი ხელის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის, აბდულ ვაჰაბის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო პირებს მას შემდეგ, რაც მათი ავტომანქანა გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა. ვაჰაბის თქმით, ჯასრიკაცებმა სავარაუდოდ იფიქრეს, რომ იქ მყოფი პირები იყვნენ ისინი, ვინც გზის პირას ბომბი ჩადო. ჯერ არაფერს იუწყებიან ბომბის აფეთქების შედეგად ამერიკელ ჯარისკაცებში მსხვერპლის შესახებ. ქაბულში შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტზე გავრცელებული ცნობების შესწავლა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. საინფორმაციო სააგენტო დეპეას ცნობით, თალიბანი აცხადებს, რომ დაიღუპა ხუთი უცხოელი ჯარისკაცი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG