Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტის პარტია დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში


საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია დიდ უმრავლესობას მოიპოვებს პარლამენტში. საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს, თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ, გამოაცხადეს, რომ მაკრონის პარტიას „რესპუბლიკა წინ“ ერგო ხმების 28%. მოკავშირეებთან ერთად, მაკრონის პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა ხმების 32,3%. კონსერვატიულ რესპუბლიკურ პარტიას 16%, ხოლო ულტრამემარჯვენე ნაციონალურ ფრონტს 14% ერგოთ. ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ სულ 7% მიიღო. ექსპერტების ვარაუდით, მაკრონის ცენტრისტულ პარტიას და მის მემარჯვენე-ცენტრისტულ მოკავშირე „მოდემს“ შესაძლოა 450-მდე მანდატი ერგოს სულ 577-ადგილიან პარლამენტში.

XS
SM
MD
LG