Accessibility links

ევროკომისარი ჰანი მოელის საქართველოდან მუხთარლის მოტაცების გულდასმით გამოძიებას


ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, აცხადებს, რომ საქართველოსაგან მოელის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცების გულდასმით გამოძიებას. ეს განცხადება ჰანმა გააკეთა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე: „ჩემთვის ცნობილია საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცების შესახებ. მოველი - და ეს უკვე ითქვა - რომ საქართველოს ხელისუფლება გულდასმით გამოიძიებს ამ საკითხს. სულ ცოტა, ამას მაინც უნდა მოველოდეთ. მოუთმენლად მოველი შედეგს. სხვათა შორის, კვირის ბოლოს ბაქოში ჩავალ და, რასაკვირველია, წამოვჭრი ამ საკითხს“, - განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც მმართველი რეჟიმის კრიტიკოსია და 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, მაისის ბოლოს თბილისიდან გაუჩინარდა. ის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებით, ბაქოს საპატიმროში აღმოჩნდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG