Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ კოსოვო არჩევნების შემდეგ მალე შეძლებს მთავრობის შექმნას


ევროკომისარი იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ კოსოვო მალე შეძლებს მთავრობის შექმნას მიუხედავად იმისა, რომ 11 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხმების საკმარისი რაოდენობის მოგროვება. როგორც ჰანმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, კოსოვოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების კურსის შენარჩუნება და ევროპული პერსპექტივის ერთგულება. არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა ერგო მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოსოვოს დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ მას, როგორც ჩანს, არ ერგო ხმების საკმარისი რაოდენობა საიმისოდ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად.

XS
SM
MD
LG