Accessibility links

ამერიკის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა


ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში და მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა“ - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოვა თასი და ბეჭედი, ეს გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონობა კი საქართველოსთვისაა. 12 ივნისს, ზაზა ფაჩულიას გუნდმა, Golden State Warriors-მა ოკლენდში გამართულ ფინალურ მატჩში Cleveland Cavaliers-ი დაამარცხა ანგარიშით 129:120 და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონობა ზაზა ფაჩულიას და საქართველოს მიულოცეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG