Accessibility links

ასტანაში გაიმართა ყაზახეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს ასტანაში გაიმართა ყაზახეთის და საქართველოს პრეზიდენტების, ნურსულთან ნაზარბაევის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაზარბაევმა და მარგველაშვილმა ისაუბრეს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებზე. გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგში იყო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები. პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს პარტნიორი და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა და საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ყველა სფეროში თანამშრომლობის გა

XS
SM
MD
LG