Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთში გმობენ რუსეთში ოპოზიციის 1000-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავებას


აშშ-ი, ევროკავშირი და საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციები გმობენ ასობით სამშვიდობო დემონსტრანტის დაკავებას რუსეთში, სადაც 12 ივნისს რამდენიმე ქალაქში გაიმართა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული ანტიკორუფციული აქციები. რუსეთის პოლიციამ დაახლოებით 1560 აქტივისტი დააკავა, 860-ი მოსკოვში, ხოლო 548 კი დანარჩენ ქალაქებში. როგორც რამდენიმე საინფორმაციო საშუალება იუწყება, დაკავებულთა ნახევარი იზოლატორებიდან წუხელვე გაათავისუფლეს. თავად ალექსეი ნავალნი დააკავეს მისივე სახლის სადარბაზოში, სანამ აქციაზე წავიდოდა. მოსკოვის სასამარლომ მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მიტინგის მოწყობის წესების დარღვევის ბრალდებით. თეთრმა სახლმა 12 ივნისს „დემოკრატიული ფასეულობის შეურაცხყოფა“ უწოდა დემონსტრანტების დაკავებას და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რათა დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ლახავს „ გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას“.

XS
SM
MD
LG