Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეში გარდაიცვალა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მსჯავრდებული


რუსეთის ვოლოგოდსკის ოლქში მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა ლომ-ალი გაიდუკაევი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე. ინფორმაცია ამის შესახებ, ოჯახის წევრებზე დაყრდნობით „კავკაზსკი უზელმა“ გაავრცელა. გაიდუკაევი 10 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზები უცნობია. რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის სიკვდილი დაადასტურეს.

XS
SM
MD
LG