Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე დეზინფორმაციას უწოდებს სამხედრო ქვედანაყოფის შემცირებას ავღანეთში


„ავღანეთში კონტინგენტის შემცირება არ იგეგმება“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას კითხვას, რატომ შემცირდა ჯარები ავღანეთში. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელებით შეცდომაში შეჰყავთ როგორც მოსახლეობა, ასევე პარტნიორები. საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 872 კაცი ჰყავს და მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, იტალიისა და გერმანიის შემდეგ. 2009 წლიდან მოყოლებული, რაც საქართველო ავღანეთში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს, საქართველოს ქვედანაყოფმა 31 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG