Accessibility links

აშშ-ის იუსტიციის მინისტრი უარყოფს, რომ საიდუმლო კონტაქტები ჰქონდა რუს ოფიციალურ პირებთან


აშშ-ის იუსტიციის მინისტრი ჯეფ სეშნსი უარყოფს, რომ რუს ოფიციალურ პირებთან რაიმე სახის გასაიდუმლოებული კონტაქტები ჰქონდა და აცხადებს, რომ მისთვის არაფერია ცნობილი აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან დონალდ ტრამპის გუნდის წევრების გარიგების შესახებ. ეს განცხადებები სეშნსმა გააკეთა სენატის დაზვერვის კომიტეტში, სადაც საჯაროდ პასუხობს სენატორების შეკითხვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და რუს ოფიციალურ პირებთან დონალდ ტრამპის გუნდის წევრების კავშირების თაობაზე. სეშნსმა შესავალ სიტყვაში თქვა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდება ძალიან მძიმე ბრალდებად მიაჩნია და ამიტომ აუცილებლად თვლის მის საფუძვლიანად გამოძიებას. მან დაადასტურა, რომ ორჯერ შეხვდა აშშ-ში რუსეთის ელჩს და უარყო ცნობა მესამედ მასთან შეხვედრის შესახებ. სეშნსის სენატში დაბარება საჭიროდ ჩაითვალა მას შემდეგ, რაც 8 ივნისს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა თავად კომისა და ბიუროს შესახებ არაერთი „ტყუილის“ თქმაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG