Accessibility links

ლონდონში მსხვერპლი მოჰყვა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს


ლონდონში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძრის შედეგად. ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, დენი კოტონის ინფორმაციით, არის მსხვერპლი, მაგრამ ჯერ არ დაუდგენიათ რაოდენობა შენობის სიდიდისა და კომპლექსურობის გამო. „ეს არის ძლიერი ხანძარი, რომელიც გავრცელდა 24-სართულიანი შენობის ყველა სართულზე - მეორიდან მოყოლებული. ჩვენი 200-ზე მეტი მეხანძრე და პოლიციელი მუშაობს ინციდენტზე 40 სახანძრო მანქანისა და სპეციალური მანქანების გამოყენებით, მათ შორის არის 14 სამაშველო ერთეული. ამ ხანძრისთვის საჭირო რესურსების მოცულობის გათვალისწინებით, ის დილაადრიან ფართომასშტაბიან ინციდენტად გამოვაცხადეთ“. უთხრა დღეს ჟურნალისტებს ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა. როგორც იუწყებიან, საავადმყოფოებშია მოთავსებული 50-ზე მეტი ადამიანი. ცნობა, რომ მაღალსართულიან შენობაში, რომელსაც გრენფელის კოშკს უწოდებენ, ხანძარი გაჩნდა, წუხელ გავრცელდა. ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია.

XS
SM
MD
LG