Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციების წერილს


"გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და მომავალშიც განავითაროს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი" - ასე უპასუხა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, გაეცნო თუ არა 20-ზე მეტი საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიღებულ წერილს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 6 ივნისითაა დათარიღებული, საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება შავი ლაქაა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონის ლიდერი ქვეყნის რეპუტაციისთვის. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებითვე, აფგან მუხთარლის მიმართ, რომელიც საქართველიში თავშესაფარს ითხოვდა, აშკარად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ნორმები. წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოში გამოძიების დაწყებას და მოელიან, რომ ვითარებას ნათელი მოეფინება. წერილს ხელს აწერს 24 ორგანიზაცია, მათ შორის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ და „ჰიუმან რაითს უოჩი.“ აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და კონტრაბანდის ბრალდებებით.

XS
SM
MD
LG