Accessibility links

უფლებადამცველები აკრიტიკებენ რუსეთსა და ფიფას მუშების უფლებების დარღვევისათვის


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ინფორმაციით, მუშები, რომლებიც რუსეთში არიან დასაქმებული საფეხბურთო ასპარეზობების - კონფედერაციის თასისა და მსოფლიო ჩემპიონატისათვის - განკუთვნილი ობიექტების მშენებლობებზე, ექსპლუატაციას განიცდიან და ირღვევა მათი შრომითი უფლებები. „ჰიუმან რაითს უოჩი“ ამ ვითარებას ასახავს 14 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში. მასში მოყვანილია შემთხვევები, როცა მუშებს არ უხდიან შესაბამის ანაზღაურებას, ამუშავებენ ჯანმრთელობისათვის სახიფათო პირობებში, სჯიან უკმაყოფილების გამოთქმისთვის. უფლებადამცველები ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციისაგან, ფიფასაგან მოითხოვენ, შეასრულოს დაპირება და სათანადო მონიტორინგი გაუწიოს რუსეთში მუშების შრომის პირობებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG