Accessibility links

დონალდ ტრამპი პენტაგონს აძლევს უფლებას, განსაზღვროს ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრს, ჯიმ მატისს მიანიჭა უფლებამოსილება, განსაზღვროს ავღანეთში სამხედრო ძალების რაოდენობა, რითაც, ფაქტიურად, გადადგა ნაბიჯი ჯარისკაცების რაოდენობის გასაზრდელად. ავღანეთში შეერთებული შტატებისა და მრავალეროვანი ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი ჯონ ნიკოლსონი აცხადებს, რომ კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი სჭირდება, გარდა ავღანეთში ამჟამად მყოფი 8400-მდე სამხედრო მოსამსახურისა. პენტაგონში განიხილავენ 3000-დან 5000-მდე ჯარისკაცის დამატების შესაძლებლობას. მათი ნაწილი შესაძლოა, შეერთებული შტატების მოკავშირეებმა გააგზავნონ. თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მატისს კონგრესში გამოთქმული აქვს შეფასება, რომ ავღანეთის ჯარები, რომლებიც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დახმარებით ებრძვიან თალიბანს, ვერ იმარჯვებენ ამ ომში და თალიბანი ძალას იკრებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG