Accessibility links

ლონდონში, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა ძლიერი ხანძრის შედეგად


ლონდონის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძრის შედეგად. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. მეხანძრეები ჯერ კიდევ განაგრძობენ მუშაობას დასავლეთ ლონდონში მდებარე შენობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ცნობა, რომ გრენფელის კოშკად წოდებულ შენობაში ხანძარია, წუხელ გავრცელდა. ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, დენი კოტონის ინფორმაციით, მეხანძრეებს ექვს წუთზე ნაკლები დასჭირდათ შენობასთან მისასვლელად. „ეს არის ძლიერი ხანძარი, რომელიც გავრცელდა 24-ხსართულიანი შენობის ყველა სართულზე - მეორიდან მოყოლებული. ჩვენი 200-ზე მეტი მეხანძრე და პოლიციელი მუშაობს ინციდენტზე 40 სახანძრო მანქანისა და სპეციალური მანქანების გამოყენებით, მათ შორის არის 14 სამაშველო ერთეული. ამ ხანძრისათვის საჭირო რესურსების მოცულობის გათვალისწინებით, ის დილაადრიან ფართომასშტაბიან ინციდენტად გამოვაცხადეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა. როგორც იუწყებიან, საავადმყოფოებშია მოთავსებული 50-ზე მეტი ადამიანი. ხანძრის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG