Accessibility links

ტილერსონი რუსეთის მიმართ სანქციებზე ისაუბრებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკომიტეტო მოსმენაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი დღეს გამოვა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების თემაზე სასაუბროდ. კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ, 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს განხილვა წინ უსწრებს სენატში კენჭისყრას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე, რომელთა მიზეზებს შორის არის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევა. კენჭისყრა კვირის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი. 13 ივნისს ტილერსონი გამოვიდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და გამოთქვა შეფასება, რომ ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობები სულ უფრო უარესდება და რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია კვლავაც ცდილობს ურთიერთობის სტაბილიზაციას.

XS
SM
MD
LG