Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონთან დაჭრეს, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი, მათ შორის კონგრესმენი სტივ სკალისი


აშშ-ში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა რესპუბლიკელ პოლიტიკოსებს, როცა ისინი ბეისბოლს თამაშობდნენ ვაშინგტონის მახლობლად, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე სტადიონზე. დაიჭრა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი, მათ შორის კონგრესმენი სტივ სკალისი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს შორის რანგით მესამე პირია. ალექსანდრიის პოლიციამ ტვიტერში დაწერა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც ინციდენტის თვითმხილველმა, კონგრესმენმა მოუ ბრუკსმა უთხრა ტელეკომპანია სიენენს, თავდამხსმელი თეთრკანიანი მამაკაცი იყო და, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. როგორც იუწყებიან, სკალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის თეძოშია დაჭრილი და საავადმყოფოში მოათავსეს. ბრუკსი ამბობს ასევე, რომ ბეისბოლის მოედანზე იმყოფებოდა რესპუბლიკელი პოლიტიკოსების 20-25 კაციანი ჯგუფი. კონგრესმენები საქველმოქმედო მატჩისათვის ემზადებოდნენ.

XS
SM
MD
LG