Accessibility links

ტილერსონი კონგრესმენებს მოუწოდებს, ნუ შეუზღუდავენ ვაშინგტონს მოსკოვთან მოლაპარაკების შესაძლებლობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, კონგრესმენებს მოუწოდებს, ნუ შეუზღუდავენ თეთრ სახლს შესაძლებლობას, მოლაპარაკება აწარმოოს რუსეთთან. ტილერსონმა ეს განცხადება გააკეთა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. მისი მოწოდების ფონია კონგრესის მზადება მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების მოქმედების გასაგრძელებლად და ახალი სანქციების დასამატებლად. სენატში მალე უნდა გაიმართოს კენჭისყრა ამ საკითხზე. ტილერსონის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ მიზანშეწონილია ზომების მიღება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი სავარაუდო ჩარევის გამო, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტს უნდა შეეძლოს სანქციების მისადაგება "საჭიროებასთან", როცა ის წარმოიქმნება დიპლომატიური ძალისხმევის მსვლელობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG