Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12-მდე გაიზარდა ლონდონში ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ლონდონში 12-მდე გაიზარდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 70-მდე დაშავებულიდან კრიტიკულ მდგომარეობაშია 20 ადამიანი. წუხელ გავრცელდა ცნობა, რომ ცეცხლი გაუჩნდა 24-სართულიან სახლს, გრენფელის კოშკად წოდებულ შენობას, რომელიც დასავლეთ ლონდონში მდებარეობს. ხანძრის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. ტრაგედიის გამო ბრიტანელმა კონსერვატორებმა და უნიონისტებმა გადადეს მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დაყოვნდება ევროკავშირთან „ბრექსიტის“ შესახებ მოლაპარაკების დაწყება, რაც 19 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG