Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ვერ ხედავს ახალი სანქციების მიზეზებს


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ არსებობს მიზეზები რუსეთის მიმართ ახალი სანქციის დასაწესებლად, რომელსაც აშშ-ის კონგრესი განიხილავს. 14 ივნისს სენატმა მხარი დაუჭირა ანტირუსული სანქციების გაფართოებას. კენჭისყრის დროს შესწორებას მიემხრო 97-იკონგრესმენი. შემდეგ დოკუმენტს განიხილავს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა. მხარდაჭერის შემთხვევაში, კი საბოლო გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციებით დასავლეთი „რუსეთის შეკავებას“ ცდილობს. თუმცა, რუსეთის ეკონომიკამ გაძულო დასავლეთის სანქციებს. “რას მეტყველებენ ობიექტური მონაცემები? ისინი მეტყველებენ, რომ გადაილახა რეცესია რუსეთის ეკონომიკაში. და ჩვენ ზრდის პერიოდში შევედით,“- განაცხადა 15 ივნისს ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობასთან პირდაპირი სატელევიზიო ეთერის მიმდინარეობის დროს.

XS
SM
MD
LG