Accessibility links

„ვაშინგტონ პოსტი“: მიულერი იკვლევს, შეუშალა თუ არა ხელი ტრამპმა გამოძიებას


„ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რობერტ მიულერი, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური მრჩეველი, იძიებს, შეუშალა თუ არა ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან კავშირების თაობაზე მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებდა. გამოძიება სიმართლის დადგენის ხელის შეშლაზე, რაც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, დაიწყო მალევე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი. 8 ივნისს სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა თავად კომისა და ბიუროს შესახებ არაერთი „ტყუილის“ თქმაში. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინფორმაციის „გამჟონავი“ უწოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფბიაი) ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის. ტრამპი ტვიტერში გამოეხმაურა საკომიტეტო მოსმენაზე კომის გამოსვლას, რომელიც ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს და გამოთქვა რწმენა, რომ კომის ჩვენება „მთლიანად ამართლებს“ პრეზიდენტს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG