Accessibility links

ტრამპი „სიყალბეს“ უწოდებს „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობას


აშშ-ის პრეზიდენტი „სიყალბეს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას გამოძიების თაობაზე, რომელიც იკვლევს, შეუშალა თუ არა ხელი დონალდ ტრამპმა რუსეთთან კავშირების თაობაზე მიმდინარე გამოძიებას. აღნიშნული ცნობა, ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 14 ივნისს გაავრცელა „ვაშინგტონ პოსტმა“. გამოცემის თანახმად გამოძიების ფედერალურ ბიუროში გამოძიება სიმართლის დადგენის ხელის შეშლაზე, რაც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, დაიწყო მალევე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი.

XS
SM
MD
LG