Accessibility links

თამარ ხულორდავა: ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა აზერბაიჯანულ მხარეს მიმართეს აფგან მუხთარლის დაკითხვის მოთხოვნით


საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა აზერბაიჯანულ მხარეს მიმართეს აფგან მუხთარლის დაკითხვის მოთხოვნით. ”ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე, რომელზეც დიდი საზოგადოებრივი ინტერესია, ჩატარდეს სწორი, ეფექტური და დროული გამოძიება“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს თამარ ხულორდავამ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ბევრი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც აუცილებელია რეალური სურათის გასარკვევად. თამარ ხულორდავას შეფასებით, აზერბაიჯანული მხარისადმი ქართველი სამართალდამცავების მიმართვა სწორი ნაბიჯია, რადგან აფგან მუხთარლის დაკითხვით პასუხი გაეცემა ბევრ შეკითხვას. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს თბილისის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება იძიებს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. აფგან მუხთარლის ადვოკატები ითხოვენ, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისიდან მის გატაცებაში მონაწილეობდნენ პოლიციის ფორმიანი პირები.

XS
SM
MD
LG