Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაიკავეს თორა ბორა, აღმოსავლეთ ავღანეთში


ავღანეთიდან მიღებული ინფორმაციით, ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფო“ ხელთ იგდო თორა ბორა, აღმოსავლეთ ავღანეთის მთაგორიანი რაიონი, რომელსაც თავის დროზე „ალ ყაიდის“ დამფუძნებელი, ოსამა ბინ ლადენი აფარებდა თავს. ექსტრემისტების კუთვნილი „ხალიფატის რადიოსადგურის“ მიერ 14 ივნისს გავრცელებული ცნობის თანახმად, თალიბანის მებრძოლებთან სასტიკი ბრძოლების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა თავისი დროშა ააფრიალეს ერთ-ერთი უდიდესი გამოქვაბულისა და გვირაბების კომპლექსის თავზე. ადგილობრივი ხელისუფლების ანონიმურმა წარმომადგენლებმა და უხუცესებმა დაადასტურეს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თორა ბორის ხელში ჩაგდება. თუმცა, თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად 15 ივნისს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განდევნილი არიან.

XS
SM
MD
LG