Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი საჰაერო თავდასხმისას „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ექსტრემისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შეიძლება იყოს რუსეთის ავიაციის მიერ გასულ თვეში განხორცილებული თავდასხმის დროს დახოცილთა შორის. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ თავდაცვის სამინისტროს ცნობა, რომ მან სხვადასხვა წყაროს გზით შეამოწმა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადია რაყის სამხრეთში 28 მაისს მოწყობილი საჰაერო იერიშის დროს მოკლულთა შორის. ცნობით, დახოცილია 330 კაცი, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მეთაური. თავდასხმის სამიზნე იყო შეხვედრა, რომელზეც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები რაყიდან გასვლის გზებს განიხილავდნენ. ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი საყრდენია, სადაც ექსტრემისტული გაერთიანება ზეწოლის ქვეშ მოექცა აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი სირიული ძალების იერიშის გამო. სირიის დიდი ნაწილი და ერაყის ჩრდილოეთი „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს დაიკავა.

XS
SM
MD
LG