Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში იანუკოვიჩის სასამართლოს პირველი ეტაპი გაგრძელდა


კიევის სასამართლომ გააგრძელა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საქმის გარშემო მოსმენები. იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, პროცესს არ ესწრება. იანუკოვიჩის ადვოკატმა, ვიტალი სერდიუკმა კიდევ ერთხელ სთხოვა მოსამართლე ვლადისლავ დევიატკოს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებს, უზრუნველყონ ვიდეო კავშირი მის კლიენტთან. დევიატკომ უარყო ადვოკატის თხოვნა და განაცხადა, რომ სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ იანუკოვიჩს შეუძლია მონაწილეობის მიღება ინტერნეტში არსებული ნებისმიერი ვიდეო კავშირით, და რომ ოფიციალური მიმართვა საჭირო არ არის. იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა 2014 წლის თებერვალში და რუსეთში დაიქცა საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გამოსვლები მოჰყვა მის გადაწვეტილებას, უარეყო ევროკავშირთან ხელშეკრულება და რუსეთთან გაეფართოებინა სავაჭრო ურთიერთობა. ევრომაიდანზე გამოსვლების დროს მთავრობის ძალებმა ათეულობით დემონსტრანტი დახოცეს. იანუკოვიჩს ბრალად ედება ღალატი, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რუსეთის აგრესიაში თანამონაწილეობა. მისი გაქცევის შემდეგ რუსეთმა დაიკავა ყირიმი და წააქეზა სეპარატისტული მოძრაობა აღმოსავლეთ უკრაინაში, რასაც მოჰყვა ომი სეპარატისტულ ძალებსა და უკრაინის არმიას შორის, რის შედეგადაც ათი ათასი ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG