Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სადაზვერვო სამსახური პაკისტანს აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილების გადაცემას სთხოვს


ავღანეთის მთავარმა სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ ოფიციალური თხოვნით მიმართა პაკისტანს, გადასცეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ერთ-ერთი გუბერნატორის სახლზე, იანვარში, აფეთქების მოწყობაში. მასუმ სტანაქზაიმ, რომელიც უშიშროების ეროვნულ დირექტორატს განაგებს, 15 ივნისს ყანდაარში მოწყობილი აფეთქების გამოძიების შედეგი გამოაქვეყნა. აფეთქებისას დაიღუპა 13 პირი, მათ შორის იყვნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების დიპლომატები და ყანდაარის პროვინციის მმართველის მოადგილე. სტანაქზას თანახმად, მომხდარისთვის პასუხიმგებლობა ეკისრება ავღანელ მზარეულს, რომელმაც აფეთქება დისტანციური მართვის მოწყობილობით მოახდინა. მისი თქმით, თალიბებმა მზარეულს 30 ათასი დოლარი და სახლი შესთავაზეს პაკისტანში გასამრჯელოს სახით. ამავე ცნობით, თავდასხმის ორგანიზატორი თალიბანი იყო. თალიბანმა უარყო აფეთქებაში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG