Accessibility links

აშშ-მა თურქეთის პრეზიდენტის დაცვის 12 თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა


აშშ-მა გასცა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოანის დაცვის 12 თანამშრომლის დაპატიმრების ორდერები. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერდოანის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან ჩხუბის გამოძიების შედეგად. დაკავებულია ასევე აშშ-ში მცხოვრები თურქული წარმოშობის ორი პირი. კოლამბიის ოლქის პოლიციის უფროსმა, პიტერ ნიუშენმა განაცხადა, რომ ერდოანის დაცვის თანამშრომლები თავს დაესხნენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ელჩის რეზიდენციასთან. მცველების დაკავება მოხდება მაშინ, თუ ისინი აშშ-ში ჩავლენ. ერდოანმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება და თქვა, რომ რეზიდენციასთან მდგომი პოლიციელები უმოქმედოდ იყვნენ. თურქეთის ელჩი მიწვეულ იქნა საგარეო საქმეთა უწყებაში. იქ ითქვა, რომ ვაშინგტონის ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ერდოანის უსაფრთხოების დაცვისთვის ოფიციალური ვიზიტის დროს. მასში ერდოანის ვიზიტის დროს აშშ-ში, თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან, ვაშინგტონში შეტაკება მოხდა თურქეთის მთავრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეებს შორის. ერდოანის დაცვის თანამშრომლებმა ძალა გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ცხრა კაცი დაშავდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG