Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის სხდომის დღის წესრიგშია საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები


ვენეციაში მიმდინარეობს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის 111-ე პლენარული სესია, რომლის დღის წესრიგშია კომისიის დასკვნაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ. სესიაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მისი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე. სესიის დაწყებამდე გაიმართა შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსა და კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან. „მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, სრულად შეესაბამება კომისიის რეკომენდაციებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა აღნიშნა, რომ კომისია და საქართველოს პარლამენტი ერთობლივად მივლენ საქართველოს მომავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებამდე. თომას მარკერტის განცხადებით, ვენეციის კომისია დადებით ნაბიჯად მიიჩნევს გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებზე ზედა ზღვრის დაწესებას.

XS
SM
MD
LG