Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კუბის მიმართ პოლიტიკას გადახედავს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დღეს გამოაცხადებს კუბის მიმართ პოლიტიკის გადახედვის თაობაზე, რის მიზანიცაა შეწყდეს კუბაში აშშ-ის ვალუტის შესვლა, რომელსაც კუბის არმია მოიხმარს. ტრამპი კუბის მიმართ ახალ პოლიტიკაზე ილაპარაკებს 16 ივნისს, მაიამიში, სადაც ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ისტორიულ ნაბიჯს, გახსნილიყო ურთიერთობა კომუნისტურ სახელმწიფოსთან, გააცნობს საზოგადოებას. თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ობამას გეგმის გამო განაცხადეს, რომ მან გაამდიდრა კუბის არმია, რეპრესიები კი გაძლიერდა. მოსალოდნელ ცვლილებებს შორისაა აშშ-დან საფინანსო გადარიცხვების აკრძალვა იმ ფირმებისთვის, რომლებსაც განაგებს არმიასთან დაკავშირებული „GAESA”, რომელიც კუბის ეკონომიკის ყველა სფეროშია ჩართული. მოელიან, რომ გამონაკლისები დაწესდება საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის მხრივ. აშშ-ის მოქალაქეები, რომლებსაც კუბაში მოგზაურობა სურთ, კვლავ აშშ-ის ფირმების მიერ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების ფორმით ჩავლენ კუბაში. აშშ-ის საელჩო ჰავანაში, რომელიც 2015 წელს კვლავ გაიხსნა, სრულყოფილად გააგრძელებს მუშაობას.

XS
SM
MD
LG