Accessibility links

უკრაინის პოლიციამ დააკავა ყოფილი რუსი კანონმდებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილები


უკრაინის ხელისუფალთა ცნობით, მათ დააკავეს ეჭვმიტანილები, რომლებიც ყოფილი რუსი კანონმდებლის, დენის ვორონენკოვის მკვლეობაში არიან ეჭვმიტანილი. პოლიციის ცნობით, საგამოძიებო ნაბიჯების შედეგად აღმოსავლეთის ქალაქ პავლოდარში, ჩაატარეს ჩხრეკა და დააკავეს არაერთი ეჭვმიტანილი. პოლიცია არ ამხელს დაკავებულთა რიცხვს. ვორონენკოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი, უკრაინაში გადასახლდა და ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკული გახდა. ის კიევში ტყვიით მოკლეს 23 მარტს. პოლიციის თანახმად, სავარაუდო მკვლელი, 28 წლის ყირიმელი უკრაინელი, პავლო პარშოვი იყო, რუსეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუში, რომელიც უკრაინის არმიაში ირიცხებოდა. პარშოვი საავადმყოფში გარდაიცვალა მას მერე, რაც მსხვერპლის მცველმა ის დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ვორონენკოვის მკვლელობა „რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის“ აქტად შეაფასა. უკრაინის ოფიციალურ პირთა თანახმად, ისინი ფიქრობენ, რომ ეს იყო მკვლელობათა და მკვლელობების მცდელობათა სერიის ერთ-ერთ ნაწილი, რომელიც უკრაინაში ხორციელდება რუსეთის სახელმწიფო სამსახურების სახელით.

XS
SM
MD
LG