Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ნავალნის ხუთი დღით შეუმცირა პატიმრობა


რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა 25 დღემდე შეუმცირა მოსკოვის საქალაქო სასამართლომ. ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს ნებართვის გარეშე საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის. მოსამართლე ანა სელივესტროვამ პატიმრობის ვადის შემცირება ახსნა იმით, რომ პოლიტიკოსს ორი შვილი ჰყავს და ამასთან, საჭიროებს თვალის მკურნალობას. ნავალნის თვალი დაუზიანდა აპრილის ბოლოს, ანტისეპტიკური სითხით თავდასხმისას. 12 ივნისს ის დააპატიმრეს რუსეთის მასშტაბით დაგეგმილი დემონსტრაციების დღეს, აქციაზე მისვლამდე. იმ დღეს მთელ რუსეთში ათას ხუთასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

XS
SM
MD
LG