Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: რუსეთთან შეთქმულების დასტური არ მოიპოვება


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ გამომძიებლებმა ვერ წარმოადგინეს მისი საარჩევნო კომპანიის და რუსეთის კავშირის დასტური, რომლის მიზანი იყო ჩარევა არჩევნებში, რომელიც მან მოიგო შარშან. შვიდ თვიანი გამოძიებისა და საკომიტეტო მოსმენების შემდეგ რუსეთთან ჩემი შეთქმულების დასტურის წარმოადგენა, ვერავინ შეძლო, წერს ტრამპი 16 ივნისს ტვიტერში. ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა "ვაშინგტონ პოსტის“ ცნობას, რომელიც ანონიმურ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რობერტ მიულერი, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური მრჩეველი, იძიებს, შეუშალა თუ არა ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან კავშირების თაობაზე მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებდა.

XS
SM
MD
LG