Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ჩანს, ტრამპი ადასტურებს, რომ მის გარშემო გამოძიება მიმდინარეობს კომის FBI-დან მოხსნის გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტვიტერით გავრცელებული მესიჯით როგორც ჩანს დაადასტურა, რომ მის გარშემო გამოძიება მიმდინარეობს, FBI-ის, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს კომის პოსტიდან მოხსნის გამო და დასძინა, რომ გამოძიებას ხელმძღვანელობს კაცი, რომელმაც მას ურჩია კომის დათხოვნა. 16 ივნისს გავრცელებულ მესიჯში პრეზიდენტი წერს: "FBI-ის დირექტორის მოხსნის გამო ჩემს გარშემო გამოძიებას ატარებს კაცი, რომელმაც მითხრა, მოხსენი FBI-ის დირექტორიო. ჯადოქრებზე ნადირობა!" ჯერჯერობით გაურკვეველია მიიღო თუ არა ტრამპმა ოფიციალური შეტყობინება, რომ მის შესახებ გამოძიება დაიწყო - თუ მან უბრალოდ მედიაში გავრცელებულ ცნობებს უპასუხა. ვაშინგტონ პოსტი ანონიმურად დატოვებულ წყაროებზე დაყრდნობით ამ კვირაში წერდა, რომ საგანგებო მრჩეველმა, რობერტ მიულერმა გააფართოვა გამოძიება, რომელიც კონცენტრირებული იყო რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და გამოძიების საგნად ასევე აქცია შესაძლებლობა, რომ ტრამპმა, კომის მოხსნით, მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშალა ხელი.

XS
SM
MD
LG