Accessibility links

იუწყებიან, რომ აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა სამი სეპარატისტი იმსხვერპლა მთიან ყარაბაღში


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ძალების მიერ 16 ივნისს გახსნილმა ცეცხლმა ფრონტის ხაზთან ახლოს იმსხვერპლა სამი სეპარატისტი ჯარისკაცი, რომლებსაც სომხეთი უჭერს მხარს. იგივე წყაროს ცნობით, აზერბაიჯანის სამხედროებმა ყარაბაღელი სამხედროების პოზიციებს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი. „დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე, სამივე 20 წლის“ - ვკითხულობთ განცხადებაში. გასული წლის აპრილში გახშირებულ, სპონტანურ შეტაკებებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, ორივე მხარეს. მაშინ ძალადობა რუსეთის შუამავლობით მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ დაასრულა. მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, თუმცა ადრეულ 1990-იან წლებში ამ, ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონზე კონტროლი დაამყარეს სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა. კონფლიქტს მაშინ 30,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია კონფლიქტის გადაჭრის მიზნით 25 წლის განმავლობაში წარმოებულ დიპლომატიურ ძალისხმევას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG