Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის და ლიბიის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა ათასობით მიგრანტი


16 ივნისს იტალიის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა 2500-მდე მიგრანტი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გადაცურვით ცდილობდა ევროპაში ჩასვლას. საერთო ჯამში მათ გადასარჩენად 18 ოპერაცია ჩატარდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია "ექიმები უსაზღვრებოდ" აცხადებს, რომ 16 ივნისს, გვიან ღამით მათ გადაარჩინეს "რეზინის ნავი, რომელიც შეშინებული ადამიანებით იყო სავსე". პარალელურად, ლიბიის საზღვაო ფლოტი ავრცელებს ცნობას, რომ სანაპირო დაცვამ გადაარჩინა 906 მიგრანტი, რომლებიც ხის და რეზინის ნავებით ცდილობდნენ გადაადგილებას. ადამიანთა ტრეფიკინგით დაკავებული პირები სარგებლობენ ლიბიაში შექმნილი იმ ქაოსით, რომელმაც დაისადგურა 2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ და ცდილობენ გააფართოვონ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა. ლიბია ყველაზე ხშირი ადგილია, რომელსაც ევროპაში ჩასვლის მოსურნე მიგრანტები მიმართავენ ამჟამად. ლიბიიდან იტალიაში წელს 60 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის გადაცურვის პროცესში დაიღუპა 1800-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG