Accessibility links

გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის პირველი განცხადება საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ


„კონსტიტუციური ცვლილება სწორ გზაზეა, მაგრამ პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად საჭიროა ცვლილებები“ - ნათქვამია ვენეციის კომისიის პირველ განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო ექსპერტებმა (ვენეციის კომისია), საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კომისიის 111-ე პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნეს. განცხადების სრული ტექსტი 19 ივნისს გამოქვეყნდება. მანამდე ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს კონსტიტუციის პროექტში გადასინჯოს პარლამენტის ფორმირების წესები, რათა გაიზარდოს პლურალიზმი.

XS
SM
MD
LG