Accessibility links

58-მდე გაიზარდა ლონდონის ხანძრის მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი


ლონდონის პოლიციის ცნობით, მიმდინარე კვირაში ლონდონში, სახოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვმა მიაღწია 58 ადამიანს. დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა კვლავ 30-ია, სხვები კი დაკარგულები და სავარაუდოდ დაღუპულები არიან - აცხადებს პოლიციის პრესმდივანი, სტიუარტ კანდი. შენობას ხანძარი 14 ივნისს, გამთენიისასა გაუჩნდა და სწრაფად მოიცვა 24-სართულიანი შენობა. პოლიციის ცნობით, მსხვეროპლის რაოდენობის საბოლოო და ზუსტი მონაცემის დადგენას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს. კანდის განცხადებით, ხანძრის მიზეზების გარშემო მიმდინარეობს მასშტაბური გამოძიება.

XS
SM
MD
LG