Accessibility links

ერაყის ჯარი შევიდა მოსულის ძველ ნაწილში, სადაც "ისლამური სახელმწიფოა" გამაგრებული


ერაყის ჯარის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არმიის ძალები შედიან ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის ძველ ნაწილში - სადაც ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი ბასტიონი მდებარეობს. გენერალ-ლეიტენანტ აბდულ-ამირ რაშიდ იარალას თქმით, რეგულარული არმია და ფედერალური პოლიციის დანაყოფები 18 ივნისს, გამთენიისას დაწყებულ ოპერაციაში მონაწილეობენ. "პირველი საჰაერო დარტყმები შუაღამისას დაიწყო. უსაფრთხოების ძალებმა გამთენიისას დაიწყეს შეტევა ქალაქის ძველ ნაწილზე" - აცხადებს ის. "ისლამურმა სახელმწიფომ" მოსული 2014 წელს დაიკავა და მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე "სახალიფო" გამოაცხადა. ერაყის ძალები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო დარტყმები, უკვე თვეებია ცდილობენ ქალაქის გათავისუფლებას "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან. იუწყებიან, რომ ქალაქის ძველ ნაწილში 150,000-მდე მშვიდობიანი მოსახლეა ჩარჩენილი, რომლებსაც ექსტრემისტები ცოცხალ ფარად იყენებენ.

XS
SM
MD
LG