Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, პოლიციის სადგურზე თალიბანი შეიჭრა და ხუთი პოლიციელი იმსხვერპლა


გავრცელებული ცნობებით, ავღანეთში 18 ივნისს თალიბანის მებრძოლები პოლიციის სადგურზე შეიჭრნენ, მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე ორი დანაღმული მანქანა ააფეთქეს და სულ მცირე ხუთი პოლიციელი იმსხვერპლეს. პაკტიას პროვინციის პოლიციის პრესმდივანი, სარდარ ვალი ტაბასიმი აცხადებს, რომ დაჭრილია კიდევ რვა პოლიციელი. მისივე თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სადგურის ტერიტორიაზე აიფეთქა თავი, ორი პოლიციამ მოკლა.

XS
SM
MD
LG