Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გამართულ გეი პრაიდში 2500-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე


18 ივნისს ათასობით გეი აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ გეი პრაიდის მსვლელობაში, გაძლიერებული საპოლიციო დაცვის თანხლებით. პოლიციის შეფასებით, 2500-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა თანასწორობის მსვლელობაში, რომელიც კიევის ცენტრში დილის 10 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მსვლელობა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში გაიმართა - 5500-მდე პოლიციელი მუშაობდა საიმისოდ, რომ აქციას ინციდენტების გარეშე ჩაევლო. დღესვე რამდენიმე ათეულმა ულტრანაციონალისტმა კონტდემონსტრაციაც გამართა, რომლის დროსაც შეტაკებები მოხდა პოლიციასთან, დაშავდა ორი პოლიციელი და დააკავეს ექვსი პირი - იუწყება კიევის პოლიცია. კონტრაქციის რამდენიმე მონაწილემ ცეცხლი წაუკიდა ლგბტი თემის, ცისარტყელის გამოსახულებიან დროშას. პოლიცია კონტრდემონსტრანტებს ამოწმებდა და კონფისკაცია გაუკეთა ნიღბებს, გაზის კონტეინერებს, კვერცხებს და მწვანე საღებავს.

XS
SM
MD
LG