Accessibility links

ირაკლი კობახიძე დადებითად მიიჩნევს ვენეციის კომისიის შეფასებას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულად შეესაბამება კონსტიტუციური სამართლის პრინციპებს და ჩამოაყალიბებს საპარლამენტო მმართველობის დახვეწილ სისტემას. თბილისში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ კვირაში, ვენეციის კომისიის 111-ე პლენარულ სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, შეასრულოს კომისიის ყველა რეკომენდაცია. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიას თხოვეს საბოლოო დასკვნა წარმოადგინოს ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ორი მოსმენით მიიღებს საქართველოს პარლამენტი. „საბოლოო დასკვნაში უკვე სრულად იქნება ასახული ყველა ნორმა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს კონსტიტუციაში“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, დაუხვეწავი, არადემოკრატიული კონსტიტუცია იცვლება დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით.

XS
SM
MD
LG