Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არა 2020, არამედ 2024 წლისთვის ამოქმედდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არა 2020, არამედ 2024 წლისთვის ამოქმედდება. „სამწუხაროდ, ოპოზიციამ კონსულტაციების კუთხით ჩაგვაყენა ისეთივე რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც გვქონდა 2015-2016 წლებში და მაშინ მხოლოდ საფეხურებრივად გახდა შესაძლებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ამ ინიციატივის წარდგენა“ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონსულტაცია გრძელდება და 21 ივნისისთვის, როცა საპარლამენტო განხილვა დაიწყება, რეალურად გამოიკვეთება როდის და როგორ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

XS
SM
MD
LG