Accessibility links

ლონდონის მეჩეთთან ავტომანქანა შეიჭრა ფეხით მოსიარულეებში, დაიღუპა ერთი ადამიანი


ორშაბათს ღამით ლონდონის ფინსბერის პარკის არეალში, ავტომანქანა შეიჭრა ფეხით მოსიარულეებში. ერთი ადამიანია მკვდარი. ინციდენტი, რომლის დროსაც ათამდე პირი დაშავდა, მოხდა ჩრდილოეთ ლონდონში, მიგრანტი მუსლიმებით დასახლებულ რაიონში, მეჩეთის მახლობლად. მომხდარს იძიებენ, როგორც შესაძლებელ ტერორისტულ აქტს. დაკავებულია 48 წლის ასაკის, პირი, რომელიც, პოლიციის თანახმად, როგორც თვითმხილველები ამბობენ, განზრახ შეეტაკა ფეხით მოსიარულეებს. ინციდენტი მოხდა ნაშუაღამევს, პირველის თხუთმეტ წუთზე. პოლიციის თანახმად, დაკავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ფსიქიური მდგომარეობის შესამოწმებლად. ხელისუფლება არკვევს, რა იყო შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი პირის სიკვდილის მიზეზი, თავდასხმა, თუ სხვა რამ. ლონდონის მერის, სადიყ ხანის თქმით, "ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ფასეულობებზე, -შემწყნარებლობაზე, თავისუფლებასა და პატივისცემაზე“. მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარის, ხარუნ რაშიდ ხანის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა.საბჭოს თანახმად, ეს თავდასხმა ისლამოფობიის ყველაზე ძალადობრივი გამოხატულება იყო ბოლო თვეებში. პოლიციის ცნობით, ყველა დაშავებული მაჰმადინია. საბჭო თვლის, რომ სალოცავებთან უსაფრხოების ზომები უნდა გაძლიერდეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG