Accessibility links

აშშ-ის თვითმფრინავმა სირიის არმიის თვითმფრინავი ჩამოაგდო


აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავმა ჩამოაგდო სირიის მთავრობის სამხედრო თვითმფრინავი მას მერე, რაც მან იერიში მიიტანა იმ ძალებზე, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ ქალაქ რაყის სამხრეთით. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ. 18 ივნისის განცხადებით, აშშ-ის თვითმფრინავმა ჩამოაგდო სირიის არმიის თვითმფრინავი 6:43 წუთზე "კოლექტიური თავდაცვის" შეთანხმების შესაბამისად. სირიის სუ 22-ის ტიპის თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა „სირიის დემოკრატიულ ძალებად“ წოდებული ოპოზიციური გაერთიანების რაზმების პოზიციებზე, რომლებიც ექსტრემისტულ "ისლამურ სახელმწიფოს" და ცალკე, სირიის მთავრობის არმიას ებრძვიან სირიაში, და რომლებსაც აშშ უჭერს მხარს. სირიის არმიის თანახმად, მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა, ხოლო მფრინავის ბედი უცნობია. რუსეთმა აშშ-ს მოუწოდა, პატივი სცეს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავოს ცალმხრივი ქმედებისგან ამ ქვეყანაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG