Accessibility links

ევროკავშირმა ერთი წლით გააგრძელა ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა


ევროკავშირმა 2018 წლის 23 ივნისამდე გააგრძელა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ევროპის კავშირი 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად აგრძელებს სანქციებს, რომელთა მიხედვით, გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს ეკრძალება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ინვესტირება, ექსპორტი და იმპორტი. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებს და მოქალაქეებს ეკრძალება ყირიმში უძრავი ქონების შეძენა და ტურისტული კავშირები. 19 ივნისს, მოსკოვში, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გაიმეორა, რომ მოსკოვის ევროკავშირის სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს. მეტიც, თქვა პესკოვმა, ჩვენი აზრით, სანქციები ზიანს გვაყენებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მის ინიციატორებსაც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG